მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან 3 აჭარაში მკურნალობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან სამი აჭარაში მკურნალობდა.

ენდელაძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი მკურნალობს.

“ჯამში ქვეყანაში 136 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დაგვემატა 8 პაციენტი და აქედან, 3 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი მკურნალობს. გვყავს მძიმე და საშუალოზე მძიმე პაციენტები”,- აღნიშნა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები