მარინა ენდელაძე: საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისი თქმით, კორონავირუსისგან სულ 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
“არის სერიოზული მატება, ამის შესახებ მოსახლეობას ვაფრთხილებდით, დღეს დადასტურებული 919 ახალი შემთხვევაა. მოიმატა როგორც თბილისში, ისე, რეგიონებში. 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა”, – აღნიშნა ენდელაძემ.