მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა.
მისი თქმით, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
„გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა 7 პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, აქედან 4 ქალი და სამი კაცია. სხვა მონაცემები არ მაქვს. ძირითადად, ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადების გართულება იყო“, -განაცხადა ენდელაძემ.