მარინა ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში გამოვლინდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს.
მისივე თქმით, დედაქალაქში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
“680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პაციენტი. არიან კრიტიკული პაციენტებიც.
სამწუხაროდ, თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, 297 ახალი შემთხვევაა, აჭარაში 189, იმერეთში 150, დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია, შიდა ქართლშია 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთი 9, გურიაში 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში 3, კახეთში 2, სამცხე-ჯავახეთში 1”, – განაცხადა ენდელაძემ.