სოზარ სუბარი: 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ემოციური შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან – ეს ის უბანია, სადაც 20 წელი გავატარე
,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში – სოზარ სუბარი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდა.
როგორც სუბარი აღნიშნავს, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობის ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღეს.
,,31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ემოციური შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან. ეს ის უბანია, სადაც 20 წელი გავატარე, აქ შევქმენი ოჯახი და ჩემმა შვილებმაც ამ უბანში აიდგეს ფეხი, აქ დადიოდნენ საბავშვო ბაღში. აქ თითოეული ქუჩა მშობლიურია.
შეხვედრა მეზობლურ გარემოში წარიმართა, ერთად ვიმსჯელეთ პრობლემებზეც და მის გადაწყვეტის გზებზეც. დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღეს”, – წერს სოზარ სუბარი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.