„ჯორჯიან მანგანეზმა“, მაღაროელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 25 მოქმედ თანამშრომელსა და 5 ვეტერან სამთოელს „საპატიო სამთოელის“ წოდება მიანიჭა (ფოტოკოლაჟი)
„ჯორჯიან მანგანეზმა“, მაღაროელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 25 მოქმედ თანამშრომელსა და 5 ვეტერან სამთოელს „საპატიო სამთოელის“ წოდება მიანიჭა. “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო სამთოელებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და საწარმოო პროცესში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის კომპანიისგან დაწესებული სამახსოვრო ჯილდოები, ასევე, ფულადი პრემიები გადასცეს.
შარშანდელი წლისგან განსხვავებით, მაღაროელის დღე წელს, ეპიდსაშიში სიტუაციის გამო, მასშტაბურად არ გაიმართა, თუმცა, ღონისძიებები ხუთ საწარმოო ობიექტზე: პერევისას, ითხვისის, მღვიმევის, შუქრუთისა და დარკვეთის მაღაროებზე ლოკალურად აღინიშნა.
კომპანიის ინიციატივით, მაღაროელის დღე ჭიათურაში უკვე მეორე წელია, რაც აღინიშნება. პროფესიული დღე მოქმედ მაღაროელებს ვეტერანმა სამთოელებმაც მიულოცეს.