ამირან სალუქვაძე პრემიერის გამოსვლაზე: ერთ-ერთი კარგი და შინაარსიანი გამოსვლა იყო, რომელიც შეეხო, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს გამოწვევებს

პრემიერ-მინისტრს საკმაოდ აქტიური კვირა აქვს, სანამ მისი ოპონენტები წინასაარჩევნო კინკლაობებით არიან დაკავებულები, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე  პრემიერის გამოსვლას.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ეს აქტივობები მეტყველებს, რომ საქართველოს, საერთაშორისო არენაზე, ყველაფერი რიგზე აქვს.

„ვიდრე გაეროს ტრიბუნიდან “ონლაინ” რეჟიმში წარმოთქმულ სიტყვას შევაფასებ, აღვნიშნავ, რომ პრემიერ-მინისტრს საკმაოდ აქტიური კვირა აქვს, სანამ მისი ოპონენტები წინასაარჩევნო კინკლაობებით არიან დაკავებულები.
გაეროს ფარგლებში გიორგი გახარიამ გერმანიის, არგენტინის, საფრანგეთის, კანადის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტში მიიღო მონაწილეობა.
დღეს უნგრეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო, რაც პანდემიის ჩაკეტილობის პირობებში მნიშვნელოვანი ვიზიტია, მნიშვნელოვანი გზავნილებით უნგრეთის მთავრობის მხრიდან.
დღესვე გახარია უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევეველს რობერტ ო’ბრაინს ესაუბრა, რის შესახებაც უკანასკნელმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა.
29 სექტემბერს პრემიერი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ჩაკეტილი მსოფლიოს პირობებში.
ეს აქტივობები მეტყველებს, რომ საქართველოს, საერთაშორისო არენაზე, ყველაფერი რიგზე აქვს. აქვე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიურ ანგარიშსაც შეგახსენებთ“,- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ანალიტიკოსის შეეფასებით, გაეროში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ერთ-ერთი კარგი, შინაარსიანი და შეეხო, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს გამოწვევებს.

„რაც შეეხება დღევანდელ სიტყვას გაეროში, ეს ჩვენი ლიდერების მიერ მანამდე წარმოთქმული სიტყვებიდან, ერთ-ერთი კარგი და შინაარსიანი გამოსვლა იყო. ის შეეხო, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს გამოწვევებს.
განსაკუთრებით მაინტერესებდა პრემიერის სიტყვაში და გამოვყოფ, ოკუპაციის თემას, საოკუპაციო რეჟიმიდან და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს.
ფაქტიურად, ყოველგვარი ისტერიის გარეშე, ისაუბრა ყველა არსებულ პრობლემაზე: ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, წამების და მკვლელობების ფაქტები, გაეროს ქარტიის დარღვევები და სხვა.
მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმება ჯარების გაყვანის და ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
შეეხო რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ, მათ შორის კიბერ საფრთხეებს. ხაზი გაუსვა პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე განხორციელებულ შეტევას.
თავის სიტყვაში მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ისაუბრა შერიგებაზე და შესთავაზა ის სიკეთეები, რაც შეიძლება ერთად ცხოვრებამ ოკუპაციის ქვეშ მყოფ ადამიანებს მოუტანოს.
რა თქმა უნდა, პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, კონსტიტუციურ რეფორმებზე და სხვა შიდა საკითხებზე, რაც მოსალოდნელიც იყო.
ცალკე აღნიშნა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.
გიორგი გახარიამ ტრიბუნა საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად, ისაუბრა რა ერთი მხრივ საქართველოს მრავალათასწლიან ისტორიაზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, მეორე მხრივ მიმზიდველ ბიზნეს გარემოზე, ტურისტულ თუ ტრანზიტულ და სხვა რეგიონულ პოტენციალზე.
ჰო, მკაფიოდ აღინიშნა საქართველოს საგარეო კურსი ურყევობა, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული.
ესაა მოკლედ. ვაფასებ საკმაოდ პოზიტიურად. საინტერესოა როგორ შეაფასებენ ქართული ოცნებიის სიის პირველი ნომრის გამოსვლას მისი ოპონენტები“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები