დააკავებენ თუ არა მიხეილ რამიშვილს – “გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით”
„რაც შეეხება მიხეილ რამიშვილის მოლოდინებს – ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილებისა და დადგენის მიზნით”, – ასე უპასუხა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტების კითხვას, მოსალოდნელია თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის დაკავებაც.
“მე ვერ გავაკეთებ კონკრეტულ განმარტებას რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებით, თუმცა, გიდასტურებთ, რომ გრძელდება გამოძიება“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისათვის, პროკურატურამ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავა.