მარინა ენდელაძე: ლიდერობს აჭარა 165 შემთხვევით, იმერეთში 27 ინფიცირებულია, თბილისში კი – 43

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევებით კვლავ ლიდერობს აჭარა და 165 შემთხვევა დაფიქსირდა.

“დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულებს დაემატა 265 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 59. ამჟამად გვაქვს აქტიური 3000-მდე შემთხვევა, 17 კრიტიკულად მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი მძიმე საშუალო სიმძიმისა და მსუბუქია.

რეგიონებში ლიდერობს აჭარა 165 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, იმერეთი – 27, კახეთი – 6, თბილისი – 43 სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 2.

რაც შეეხება ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, აქაა 31 კოვიდინფიცირებული, 2 მძიმე პაციენტია რომელთა მდგომარეობა კეთილსაიმედოა. გუშინ გამოჯანმრთელდა 1”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები