პროკურორი: მიხეილ რამიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს, ჯერჯერობით, არ განვიხილავთ

“მიმდინარე გამოძიების მიხედვით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს, ჯერჯერობით, არ განვიხილავთ”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი დაიკითხებიან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შეეხება. ეს მიმდინარე გამოძიება დამცველ ადვოკატებს არ აფერხებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე საქმეზე მოვიდნენ, საქმის მასალებს გაეცნონ. დღევანდელი დაკითხვა დავით ფუცხვანიძესთან მიმართებით წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა მოცემულობად მიგვეღო და გარემოება შეგვესწავლა, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. არ მინდა, შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ, პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების მიხედვით არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას საქმესთან მიმართებაში”, – განაცხადა გუმბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები