თავდაცვის სამინისტრო: სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა

“სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.

“სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო, ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა”,  – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები