მეუფე ნიკოლოზი: იმის მიუხედავად, თუ ვინ არის კანონის დამრღვევი, სასულიერო პირი, სხვა უწყების წარმომადგენელი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, კანონი უნდა იყოს უზენაესი

 

“საეკლესიო რეგულირებაში გვაქვს, რომ არავის აქვს უფლება ისარგებლოს ჩვენი ატრიბუტიკით, თვითმარქვია თუ არის ვინმე, ალბათ, ეს სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს”, – ასე გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა და გავრცელებით დაემუქრა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, კანონი ყველასთვის უზენაესია.

„პირველად მესმის, მაგრამ თქვენ რასაც ჰყვებით, ამაზრზენი ფაქტია, რა თქმა უნდა, რა კომენტარი უნდა. მე პირადად, თვალებში შემიძლია, შევხედო ყველას: ადამიანებს, ორგანიზაციებს და ვთქვა, ხმამაღლა, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ არის კანონის დამრღვევი, სასულიერო პირია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, სხვა უწყების წარმომადგენელი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, კანონი უნდა იყოს უზენაესი. პირველად მესმის ეს ამბავი თქვენგან”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები