,,ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიისთვის გამოყოფილი თანხებით ფეშენებელურ სახლს იშენებს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ბოტკოველი წარადგინა.

როგორც “კვირამ” გაარკვია, გიორგი ბოტკოველის მეუღლის, ხათუნა გალდავას სახელზე რეგისტრირებულია – სოფელ დიღომში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე, N 30-ში მდებარე მიწის ნაკვეთი – 800 კვადრატული მეტრი ( ს/კ 01.72.14.032.939 ) , სადაც აშენებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მოპირკეთებული ეზოთი. სახლის შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ასევე, ფიქსირდება გიორგი ბოტკოველის ქონებრივ დეკლარაციაში.

მიწის ნაკვეთზე 2019 წლის 03 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის # 4445913 გადაწყვეტილებით, ადგილზე გაცემულია საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა.

“კვირამ” მოიპოვა ფოტოები, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ პარტიულ აქტივში უკმაყოფილებას შეიტანს, რადგან მათთვის გამოყოფილი თანხებით გიორგი ბოტკოველი თბილისში ფეშენებელურ სახლს იშენებს.

ცნობისთვის, ბოტკოველი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრია და 2017 წელს თელავის მერობის კანდიდატი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები