სებასტიან მოლინეუსი: ვრჩებით საქართველოს ერთგულ პარტნიორად მოკლე და გრძელვადიანი განვითარების საჭიროებათა ნაწილში

“ვრჩებით საქართველოს ერთგულ პარტნიორად მოკლე და გრძელვადიანი განვითარების საჭიროებათა ნაწილში”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკში ყველას ახარებს ის ფაქტი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან.
“მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც მოკლევადიანი განვითარების საჭიროებებს – როგორიცაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლა, ასევე მისი გრძელვადიანი საჭიროებების დაფინანსებას და სტრატეგიულ განვითარებას. ასეთია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზა. ეს კონკრეტული მონაკვეთი კი ძალიან მნიშვნელოვანია.
​მსოფლიო ბანკი ამ ჩქაროსნული გზის მშენებლობას მხარს უჭერდა 5 პროექტის ფარგლებში, რომელთა ჯამური თანხობრივი ოდენობა  ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება. ჩვენ ქვეყნის მთავრობასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით მისი დასრულების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვწამს, რომ ეს  პროექტი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს. პირველი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანა განიმტკიცებს წამყვანი ლოგისტიკური და  სატრანსპორტო ჰაბის როლს სამხრეთ კავკასიაში და „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში. მეორე სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეროვნულ დონეზე ტურიზმის ხელშეწყობის სახით და აგრარულ სექტორში დასაქმებული პირების წვდომას გააუმჯობესებს სარეალიზაციო ბაზრებზე, რათა სოფლიდან ქალაქად – ბათუმში, ქუთაისსა და რა თქმა უნდა, თბილისში – მოხდეს აგრარული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება. მესამე სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროექტი გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას, ადრე თუ ხაშურში უწევდათ მანქანებს მოძრაობა, ახლა ამ გზით ისარგებლებენ”, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები