საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1351 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა შესახებ მონაცემები ვებ-გვერდზე არ განახლებულა და მათი რაოდენობა კვლავ 1092-ია.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები