ირაკლი შონია გიორგი გახარიაზე: თავად ხომ არ უშინდება სტიქიას და ამავე დროს მაგალითის მომცემია თუ ნებისმიერი ჩვენთაგანი როგორ უნდა მოიქცეს საკუთარი სამშობლოს წინაშე

ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს რაჭაში,წყალდიდობამ და უხვმა ნალექმა გაანადგურა ადგილობრივი მაცხოვრებლების კარ-მიდამო,რამდენიმე დასახლებული პუნქტი მოსწყდა გარესამყაროს…საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ პირველივე დღიდან მოახდინა რეაგირება და შესაბამის სამსახურებს სთხოვა სტიქიურ ზონაში სხვადასხვა სამუშაოების გატარება, დღეს კი თავად ჩავიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

“ეს ერთი ფოტო კადრიც კი მეტყველებს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე…თავად ხომ არ უშინდება სტიქიას და ამავე დროს მაგალითის მომცემია თუ ნებისმიერი ჩვენთაგანი როგორ უნდა მოიქცეს საკუთარი სამშობლოს წინაშე!!!

ფეხით მოიარა სტიქიისგან დაზარალებული სოფლები,მოსახლეობას გულისყურით მოუსმინა,უშუალოდ დაელაპარაკა ყოველგვარი დაცვის და პროტოკოლის გარეშე….და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საქართველოს ძალიან გაუმართლდა და არც მე შევცდი ჩემს არჩევანში….საქართველოში რაც შემოღებულია პრემიერ მინისტრის ინსტიტუტი მსგავსი პროფესიონალი,პრინციპული და პატრიოტი ადამიანი არ ჰყოლია, ჩემგან აღნიშნული ეს კრიტერიუმები მხოლოდ გიორგი გახარიას ახასიათებს!

მუდამ გამარჯვებით ატაროს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.ღმერთმა გვაშოროს ყველანაირი უბედურებები, ნებისმირ ჩვენს მოქალაქეს და როგორც საქართველოს პრემიერს სურს ისეთი ქვეყანა გვქონოდეს!
მას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და მომავალში იმ პროექტების განხორციელებაში რომელიც ჩაფიქრებული აქვს საქართველოსთვის!!!

ps:ეს ფოტო უკვე ისტორიის კუთვნილებაა,იშვიათი კადრი პრემიერის არქივიდან”,- წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები