მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილი მოაქციეს ალყაში, დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე არაგვში ჩაახრჩვეს და გაატანეს დინებას

“ახვლედიანის ჩვენებამ, ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა”,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, დაზიანების მიყენებისთანავე კი, არაგვში ჩაახრჩვეს და დინებას გაატანეს.

“ახვლედიანის ჩვენებამ, ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა.

გამოკიდებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა გამოქცეულ ბავშვებს. გამოჰყვა ხიდის მიმართულებით, ხოლო ორი მათგანი ჩავიდა ამავე მანქანების ჩამოსახვევში და წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და ბავშვი მოაქციეს ალყაში. ამ პირებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორც გიორგის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ისე მის განზრახ მკვლელობაში. დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე, არაგვში ჩაახრჩვეს ბავშვი და გაატანეს დინებას.

საუბარია, არჩილ გაგნიძეზე, ნიკოლოზ რევაზიშვილზე, ვახო ჩიქოვანზე და არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ზე”,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები