“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ” ინფექციურ საავადმყოფოს PCR ტესტები გადასცა

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ” PCR ტესტები შეისყიდა და ინფექციურ საავადმყოფოს გადასცა.

როგორც “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ხელს შეუწყობს ვირუსის დროულ აღმოჩენას და, შესაბამისად, გავრცელების რისკს შეამცირებს.

“10 ივლისს “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს შეხვდა.

COVID-19-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, “კოკა-კოლას” საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დახმარებით, “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ” PCR ტესტები შეისყიდა და ინფექციურ საავადმყოფოს გადასცა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ვირუსის დროულ აღმოჩენას და, შესაბამისად, შეამცირებს გავრცელების რისკს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები