ირაკლი ჩიქოვანი: საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ დაიწყებენ ფუნქციონირებას

“საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიწყებენ ფუნქციონირებას მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შრომის ინსპექციის კონკრეტულ შემოწმებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, შრომის ინსპექცია გამოაქვეყნებს რეგულაციებს, რითაც აღნიშნული ორგანიზაციები იხელმძღვანელებენ. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა და ყველა რეგულაცია ერთობლივად იქნა განხილული.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიწყებენ ფუნქციონირებას მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შრომის ინსპექციის კონკრეტულ შემოწმებას. შრომის ინსპექცია გამოაქვეყნებს იმ რეგულაციებს, რა რეგულაციებიც იარსებებს ამ ორგანიზაციებისთვის, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ეს მათთვის არ იქნება სიურპრიზი ან სიახლე, ვინაიდან, ჩვენ, როგორც ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი, ასევე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, ასევე, ამ ბიზნესის წარმომადგენლები, უკვე დიდი ხანია, საკონსულტაციო რეჟიმში ვიმყოფებით და ყველა შეზღუდვა და ყველა რეგულაცია მათთან ერთად არის გავლილი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შრომის ინსპექციის ინსპექტირებას, მათ შეეძლებათ, განაახლონ ფუნქციონირება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები