“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

უმრავლესობის სხდომას არ ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს უკავშირდება.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო ფაზაში შედის ქვეყანას და პარტიაში შეხვედრა ასევე დაეთმობა წინასაარჩევნო საკითხებს და პარტიის გეგმებს.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის, ანრი ოხანაშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტი 1-ელ ივლისს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები