საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონების 57% გაყიდულია

პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში გამოტანილი ქონების 57% უკვე გაყიდულია.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში მითითებულია, რომ პროგრამაში ჩართული 120 ობიექტიდან უკვე გაყიდულია 69.
100 საინვესტიციო შეთავაზება მთავრობამ ბიზნესს 2019 წლის ნოემბრიდან შესთავაზა. მთლიანი ქონების ღირებულება 306 მლნ-მდეა. პროექტის ფარგლებში გაყიდული 69 ქონების საწყისი ფასი 43,8 მლნ-ს აღემატებოდა, ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საპრივატიზაციო თანხა კი 58 მლნ-მდე გაიზარდა.
ანგარიშში პროექტის დადებით ეფექტებად დასახელებულია კონკურენცია აუქციონებზე და ბიზნესსუბიექტების დიდი ინტერესი პროექტისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები