სალომე ზურაბიშვილი: პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
ზურაბიშვილის თქმით, პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავს.
“პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ.
გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში!”,- ნათქვამია მილოცვაში.