მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
„ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების საუკეთესო სურვილებით”, – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე, ალბანეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები ულოცავენ.
“ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ხალხსა და ჩვენს კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”, – ნათქვამია ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
“საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ძლიერ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ”, – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს ხალხს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ჩვენს მეგობრებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ!”.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! დაე, ამ დღემ ჩვენს ქართველ მეგობრებს კეთილდღეობა, წინსვლა და ბედნიერება მოუტანოს!”, – წერს მოლდოვას საგარეო და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.
“ძალიან თბილი მილოცვა ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ! ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.