ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა. ადგილზე მობილიზებულია 4 ერთეული ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო და 5 მაისს ზვავის ჩამოწოლის გამო დროებით შეჩერებული იყო.