ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

“ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

არსებული გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებსითვის საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად, გზის ტექნიკური პარამეტრები გაუმჯობესდება, 3 ხიდი, ხელოვნური ნაგებობები რეაბილიტირდება და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, საგზაო სამოსი მოეწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გზა თანამედროვე აღჭურვილობით გაკეთდება.

გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 399 999 ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები