თენგიზ ცერცვაძე: დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, შემდეგ უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

“ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, დიდხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
​მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა შესაძლოა, ყველაზე სარისკო ნაბიჯია.
„ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ასევე ყველაზე სარისკო ნაბიჯია. კომენდანტის საათის მოხსნა, ერთ მანქანაში სამი პირზე მეტის ჩასხდომა, შეკრებების რაოდენობის გაზრდა, სალონებისა და მაღაზიების ნაწილების გახსნა – ყველაფერი ეს არ შეიცავს ისეთ საფრთხეს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რადგან შეზღუდულ სივრცეში იყრის ბევრი ადამიანი.
მე არ ვარ სპეციალისტი და ეს არის დაავადებათა კონტროლიც ცენტრის სპეციალისტების პრეროგატივა და ასევე პრემიერ მინისტრის, რადგან ის თავად ძალიან კარგად მართავს ამ კრიზისულად რთულ სიტუაციას და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია – ჯერ ეტაპობრივად უნდა მოვხსნათ შეზღუდვები, რაღაც ნაწილი უკვე მოვხსენით და უნდა ვნახოთ, რა მოხდება, გამოიწვევს ეს ინფიცირებულთა ზრდას თუ არ გამოიწვევს, თუ გამოიწვევს – რამდენით?! თუ გახდება ათზე მეტი, მაგრამ 20-ის ფარგლებში, ეს სავსებით მისაღებია და გაუმკლავდება ჩვენი ჯანდაცვა. ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, კარგა ხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მან იმ რეკომენდაციის შესახებაც ისაუბრა, თუ რა პირობებით შეიძლება აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
„ავტობუსებსა და მეტროში იქნება ცოტა ადამიანი დაშვებული, ჩემი აზრით, შეიძლება გადავიყვანოთ ერთ გადაყვანაზე 10-15 მგზავრი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. რიგის გამოშვებით და სკამის გამოტოვებით განვათავსებდი მგზავრებს და სპეციალურ ნიშნებს გავაკეთებდი. ასევე გავაკეთებდი მეტროშიც. გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებ ვენტილაციის გამართულ სისტემას ავტობუსებსა და მეტროში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

​წყარო: 1TV.GE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები