მაკა სოლოღაშვილი: ჩვენს კლინიკაში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.

სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 53 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 42-ს დადასტურებული აქვს. აქედან 10 ბავშვია. რეანიმაციაში მკურნალობას ორი პაციენტი აგრძელებს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა გაუარესების რისკები ნაკლებად ემუქრებათ,  ჯერ კიდევ სჭირდებათ რეანიმაციული მკურნალობა. ეს პაციენტები აპარატდამოკიდებულები არ არიან. გამოჯანმრთელება გვაქვს სამი პაციენტისა. ორი დადასტურებული პაციენტის გადმოყვანა მოხდა ჩვენს კლინიკაში. ერთი ძველი შემთხვევაა და ერთი ბოლნისია. ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი პაციენტებიდან 4 რჩება საყურადღებო. სხვა პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს ორი საეჭვო სიმპტომების მქონე ბავშვი ერთვება კვლევაში, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან არის. ამის გარდა კიდევ 5 მოზრდილი ჩაერთვება კვლევაში, ცხელებაა მათ შემთხვევაში”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები