“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
“დღეს ბოქსირებულ სექტორში 84 პაციენტი მკურნალობს, აქედან 67 ადამიანს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. 67-დან 12 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. ერთი პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს. ეს პაციენტი კვირაზე მეტია მძიმეა, მაგრამ არის სტაბილურად მძიმე. 11 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, გამოჯანმრთელება გუშინ გვქონდა ერთი პაციენტის, მაღალი ასაკობრივი ჯგუფის რისკ პაციენტებში სამი პაციენტი გვყავს. პარასკევის შემდეგ 7 ახალი პაციენტი დაგვემატა, ყველა გადმოყვანილია და უკვე ცნობილი კლასტერებიდან არიან”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.