ეკატერინე ტიკარაძე: მივიღეთ 40 ათასი PCR და 20 ათასი სწრაფი ტესტი, ველოდებით ტესტების ახალ მარაგს

“გუშინ 40 ათასი PCR  და 20 ათასი სწრაფი ტესტი მივიღეთ, ველოდებით ტესტების ახალ მარაგს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ტესტების ახალ მარაგს ველოდებით. იცით, რომ მუდმივად ვმუშაობთ მარაგების შევსებაზე. გუშინ საქართველოში ჩამოვიდა ბოინგი, რომელიც დატვირთული იყო 52 ტონა ტვირთით. ამ ტვირთით ჩვენ მივიღეთ როგორც ინდივიდური დაცვის საშუალებები, ასევე, 40 ათასი PCR ტესტი, 40 ათასი პრაიმერი და 20 ათასი სწრაფი ტესტი. გუშინ შეხვედრა გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან და მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა გარკვეული გაფართოებების შესახებ, თუმცა ტესტირების გაფართოების დეტალები უნდა დავაზუსტოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ამ დღეებში მათთანაც გვექნება შეხვედრა, რის შედეგადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან კონკრეტული დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, გავაფართოებთ გარკვეულ ჯგუფებზე ტესტირებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები