გია გაბრიჭიძე: რა დონის ნაძირალა უნდა იყო, რომ ექიმი ისე გამოიყვანო წყობილებიდან, ეს სიტყვები ათქმევინო

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს, სადაც მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ პიკი არ არის ათასობით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიდი ბოდიში თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და პიკი არ არის ათასობით….ახლა ჩვენ წესით პიკში ვართ”- პაატა იმნაძე. რა დონის ნაძირალა უნდა იყო, რომ ექიმი ისე გამოიყვანო წყობილებიდან, ეს სიტყვები ათქმევინო (თან ჩვენ ხომ ყველაფერი არ ვიცით). თქვენი ბელადის სიტყვებს გაგიმეორებთ – ნურას უკაცრავად, არაფერი გამოგივათ. ვერასდროს ვერ ამოუშვებთ თქვენი ბინძური ხორხიდან ლეშს მისეული გიენების გახარებულ კივილს. რა ფარჩაკებიც ხართ, ისევ ისე იქნებით და უარესად გაფარჩაკდებით”, – წერს გია გაბრიჭიძე.

„დიდი ბოდიში მათ, ვისაც იმედები გავუცრუეთ და ქვეყანაში ეპიდემიის დიდი რაოდენობა არ არის” – ამის შესახებ პაატა იმნაძემ დღეს, 26 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მასობრივ ტესტირებასა და ვირუსის პიკურ პერიოდზე ისაუბრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები