ლევან რატიანი: კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, ანამნეზში გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია იყო.

„სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსისგან მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები