გია გაჩეჩილაძე: ძნელი მოსასმენია იმ დადებითი შედეგების მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც მიღწეული გვაქვს ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების” სახელით გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივებას მხარს უჭერენ.
მან თავის გამოსვლაში ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ამ საშინელ ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული დადებითი შედეგების მათი მხრიდან მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობას საზოგადოება შეაფასებს შემოდგომაზე.
გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს შედეგები, რომელიც ამ ვირუსთან ბრძოლასთნ არის დაკავშირებული, შეფასებულია მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრივ როგორც განსაკუთრებული მიღწევა იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში ასეთი რამე ვერ მოხდა, რაც უნდა ძლიერი და გამართული სისტემა ჰქონოდათ. მან საილუსტრაციოდ მოიყვანა ამერიკის ჯონ ჰოპინსის საუნივერსიტეტო კლინიკის შეფასებებში, რომლის სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპის კონტინენტზე 48 ქვეყანაში არის ყველაზე მოწინავე, სადაც ათას სულ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილია ვირუსის შედეგად. –„ როდესაც მოწოდებები ისმის – შევამსუბუქოთ, მოვხსნათ კომენდანტის საათი და ასე შემდეგ, გადაიანგარიშეთ და ნახავთ, რომ თუ იტალიის მაგვარი რამ მოხდებოდა საქართველოში და ის ეფექტური და დროული ღონისძიებები არ გატარდებოდა ქვეყანაში ახლა 1500 გარდაცვლილი და 11 ათასი დაავდებული გვეყოლებოდა.
თუ ვინმე იტყბის, რომ იტალია არ არის მაგალითი, შვეიცარიის მაგალითს მოგიყვანთ იმიტომ, რომ შევეიცარია საქართველოს ხელა ქვეყანაა, ასეთი გაანგარიშებით12 ათასზე მეტი დაავადებული ადამიანი და 16 – 20-ჯერ მეტი გარდაცვლილი გვეყოლებოდა”, -განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მან იმაზეც გაამხვილა ყურადღება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 90% -ზე მეტი სიკვდილიანობა არის სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. ხოლო 2019 წლის გაეროს მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საქართველო იყო შესწავლილი, საქართველოში 58% ოჯახებში ერთი ადამიანი მაინც არის ქრონიკული დაავადებებით, ეს 550 ათასი ადამიანია, რომელიც რისკის ქვეშ დგას.
„ რა გინდათ, რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ეს ყველა მცდელობა, რომ როგორმე უნდობლობა და პანიკა დათესოთ, ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება წამგებიანი. და თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი დადებითი თვისება აქვს, ამ კორონა ვირუსს, რომ მან პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა ქვეყანაში და თქვენ ნახავთ შერმოდგომაზე, თუ რამდენიმე პროცენტი კიდევ გქონდათშანსი, რომ რაღაცა ორი კაცი შეგეყვანათ, საზოგადოების რა მხარდაჭერა გექნებათ არჩევნებში იმასაც ვნახავთ ამ თქვენი გამოსვლების შემდეგ”, – მიმართა გია გაჩეჩილაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს.