Google-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა- ონლაინ მასტერკლასი „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში”

Google-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით 14 აპრილს, 12:00 საათზე, ონლაინ მასტერკლასი „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში” გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სემინარს Google-ის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერები და ფოტოგრაფები ჩაატარებენ.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ ციფრული უნარები Google Map-ის კორექტირების, ლოკაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით.
სემინარი საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს Google Map-ის გამოყენებით თავიანთი ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცისა და ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Google-ის მასტერკლასის ჩასატარებლად თბილისში საერთაშორისო ტრენერების ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო მასტერკლასი ონლაინ გაიმართება.

ონლაინ მასტერკლასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს. რეგისტრაცია უფასოა.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScRTivcSExxax7jbeE7kv06fiwO3YDLOZhvGnvBQz0UEWOWMg/viewform?fbclid=IwAR3mFcVouFwkM0wOJ1-CeFov1MxfKdkv1PyjPOUgUg4u39T_A_VeFPySkfM

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები