კონგრესში ტრამპის წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი გამოძიება დაიწყოს
აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები გეგმავენ გარკვევას, იყო თუ არა პრეზიდენტის გუნდი ეპიდემიისთვის მზად და რა გაკეთდა დანაკარგის მინიმიზირებისთვის.
გარდა ამისა, მათ სურთ გამოყოფილი ფინანსური დახმარების განაწილების გაკონტროლება.
ამის შესახებ ABC News-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციაში დაცვის ხაზზე მუშაობენ, რომლითაც ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ადვოკატები არიან დაკავებული.
აღინიშნება, რომ 1-ელ აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ ეპიდემიის დასაწყისში კორონავირუსის შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციას გამიზნულად მალავდა.
“ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი, რომ საშინელება შეიძლება, მომხდარიყო. ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგადაც შეიძლება ყოფილიყო. მე კი არ მინდა, ვიყო პესიმისტი”, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებს იმედი ჩაუსახო.
ქმედების ამგვარი მოდელი ჯანდაცვის სფეროს ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე გააკრიტიკა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამის გამო აშშ-მა მოსამზადებელი დრო დაკარგა.