ლარი გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0338 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1456 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1794 ღირდა.
0.0151 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4425 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარი იყო.