ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია სოლოღაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკაში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დაწესებულებას მალე დატოვებს და თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს.
“გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელიც სახლში თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს. ამ დროისთვის კლინიკაში სულ 11 ინფიცირებული იმყოფება. მათ შორის ორი ახალი პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანის შემთხვევა ქვეყნის შიგნით გადაცემას უკავშირდება. ერთ-ერთი 13 წლის მოზარდია, რომელსაც ოჯახის ინფიცირებულ წევრთან ჰქონდა კონტაქტი. მასთან დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს”,-აღნიშნა მაია სოლოღაშვილმა.