მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე განცხადებით, ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

„ამ ოთხი პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება, ჯერჯერობით, ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. ჯერჯერობით, მაინც ვამბობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიკურ მეთვალყურეობასა და ანალიზს მოითხოვს.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფი ხუთი ბავშვის მდგომარეობას –  დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები