სოზარ სუბარი: გუბერნატორებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ეკლესიების უმრავლესობაში დისტანცია დაცული იყო

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ეკლესიებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ეკლესიების უმრავლესობაში დისტანციის დაცვა ხდება.

მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები გასცემენ აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

“ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც დიდი მარხვაა და ეკლესიებში მორწმუნეები დიდი რაოდენობით დადიან, იყო თუ არა, დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორც მთელი საქართველოს გუბერნატორებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეკლესიების უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები იდგნენ გარეთ. ყველა სასულიერო პირთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ პრობლემა გაცნობიერებული. იციან, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის ექსპერტები გასცემენ აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ ამ კვირას ვითარება ამ მხრივ მკვეთრად გამოსწორდება,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები