გურიის რეგიონში სხვადასხვა დაწესებულებას სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება

დილიდან დეზინფექცია ჩაუტარდა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს. ეტაპობრივად მუშავდება ამბულატორიები.

რეგიონში, ჯამურად, 101 საჯარო სკოლა და 85 საბავშო ბაღი დამუშავდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, სპეციალური ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, აგრარული ბაზარი და ადმინისტრაციული შენობები.

„გურიაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. სამუშაოები მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“, – აღნიშნა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები