ხუბეის პროვინციაში კარანტინის რეჟიმი ხვალ მოიხსნება

​ჩინეთის მთავრობა 25 მარტიდან ხუბეის პროვინციაში შესვლასა და გამოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვას მოხსნის.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წყარო გახდა, შეზღუდვები 8 აპრილს მოიხსნება.

​დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებული რეგიონში ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე.

“25 მარტის 00:00 საათიდან ქალაქ უხანის გარდა, ხუბეის პროვინციაში გზებზე შეზღუდვები მოიხსნება. ადამიანები, რომლებიც ხუბეის პროვინციას დატოვებენ გადაადგილებას ე.წ. ჯანმრთელობის კოდის საფუძველზე შეძლებენ. 8 აპრილის 00:00 საათიდან შეზღუდვა ქალაქ უხანშიც მოიხსნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უხანსა და ხუბეის პროვინციაში კარანტინი 23 იანვარს დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები