საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება
საქართველოს მთავრობასა და „ფეისბუქის” ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ “ფეისბუქს” დაემატა გრაფა – „ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები”, სადაც მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით ინფორმაციაა განთავსებული.
„ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, – ვკითხულობთ „ფეისბუქზე” განთავსებულ ინფორმაციაში.