ირაკლი ჩიქოვანი: კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან
“დღეისათვის საქართველოში გვაქვს 54 ინფიცირების დადასტურებული ფაქტი, მაგრამ სასიამოვნოა ის, რომ უკვე 8 ადამიანია, ვინც გამოჯანმრთელდა ამ ვირუსისგან და, შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით უკვე, დატოვა სამედიცინო დაწესებულება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერმინისტრის მრჩეველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ სახლიდან.
„საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში, და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან, ვინაიდან, ამ მოქმედებით ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს და ჩვენს გარშემომყოფებს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.