მარინა ენდელაძე: 31 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია აქვს, დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 31 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია აქვს, დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, ბავშვების მდგომარეობა ნორმალური და საიმედოა.

„საკმაოდ მძიმეა 86 წლის ქალბატონის მდგომარეობა. არის სტაბილურად მძიმე, საყურადღებო ასაკისა და თანხმლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ვცდილობთ, ყველაფერი დასრულდეს კარგად.

ჯამურად, ამჟამად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად წევს 47 პაციენტი, 31 ვიცით დადასტურებულია, აქედან ნაწილის პასუხი ვიცით და დღეს გაეწერებიან. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას – დამაკმაყოფილებელია – მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ მათთან რაიმე განსაკუთრებული არ არის, პროგნოზი კეთილსაიმედოა ყველასი“, – განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები