“ლიბერთი ბანკის” სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდათ
“ლიბერთი ბანკის” სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა, დღეიდან, მოქმედების ვადა მაისის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ.
ლიბერთის გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ.
,,ამ გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ზრუნვას, ვაკეთებთ ყველაფერს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის ბანკში ვიზიტის საჭიროება და საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს, პენსიონერებსა და სოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუფერხებლად ისარგებლონ ლიბერთის ბარათებით,”- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.