კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები