პროკურატურა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს უწყების დანაყოფებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პროკურატურა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ პროკურატურის დანაყოფებში მისვლისგან. მათ შეუძლიათ, განცხადებები და მათთვის საინტერესო საკითხები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ მისამართზე –  kancelaria@pog.gov.ge, ხოლო თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა იქნება, განცხადებები დატოვონ პროკურატურის შენობებში სპეციალურად განთავსებულ ყუთებში.

ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა, შეასრულონ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები. როგორც ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, პროკურატურის შენობებში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც მომავალში გაგრძელდება.

მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მიეცემათ დისტანციურად მუშაობის საშუალება, ხოლო მაღალი რისკის მქონე თანამშრომლები გადავლენ თვითიზოლაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები