კახა კალაძე: ჩემს მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანლებს მოვუწოდებ, თანამშრომლებს, რომელთაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ამის საშუალება მისცენ
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის პირებს მოუწოდა, იმ თანამშრომლებს, რომელთაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ამის საშუალება მისცენ.
მისივე თქმით, აღნიშნული თანამშრომელთა ანაზღაურებაზე არ იმოქმედებს და მათ ამ კუთხით პრობლემა არ შეექმნებათ.
„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანლებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში მოვიდეს, აქვთ შესაძლებლობა დისტანციურად იმუშაონ და, რა თქმა უნდა, ეს ხელფასებზე არ აისახება. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ექნებათ“, – განაცხადა კალაძემ.