ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს. სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო.

როგორც “კვირას” ველური ბუნების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი.

ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები