კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გავიდა

კორონავისურის ეჭვის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. მიზეზი ჩინეთის ორი მოქალაქეა, რომელიც მატარებელში იმყოფება. მგზავრების ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ სურდო და ამის შესახებ გამცილებელს შეატყობინეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მგზავრებს შესაბამის შემოწმებას უტარებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები