იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ, ასევე ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ლომბარდიის რეგიონის მითითებები თანახმად: მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში და გრიპის სიმპტომები აღენიშნებათ, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45, ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე.

ვენეტოს რეგიონის მითითებაა: მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველება რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. მათ უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 800.46.23.40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკონ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები